საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სანოტარო მოქმედება ონლაინ რეჟიმში სრულდება.
ვის შეუძლია, ისარგებლოს ონლაინ სანოტარო მომსახურებით?
ონლაინ სანოტარო სერვისით სარგებლობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ან საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე პირს.
რა არის საჭირო განცხადების ან თანხმობის ონლაინში დასამოწმებლად?
განცხადების ან თანხმობის ონლაინ რეჟიმში დასამოწმებლად გჭირდებათ: კომპიუტერი, ინტერნეტი, ვებკამერა, ყურსასმენი.
სანოტარო აქტის ონლაინში დამოწმებას ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი ნოტარიუსი კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით.
როგორ მოვიძიოთ ნოტარიუსის საკონტაქტო ინფორმაცია?
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე notary.ge, ბმულებში: „სანოტარო ბიუროები“ და „ნოტარიუსების რუკა“ მითითებულია ყველა ნოტარიუსის საკონტაქტო ინფორმაცია.
ვინ უნდა ესწრებოდეს ონლაინში პირის განცხადების დამოწმების პროცესს?
ონლაინ რეჟიმში განცხადების ან თანხმობის დამოწმების პროცესს უნდა ესწრებოდეს ორი პირი:
1. ხელმომწერი - პირი, რომელიც მარწმუნებლის (მინდობილობის გამცემის) ნაცვლად, მისი თხოვნით ხელს აწერს სანოტარო აქტს.
ხელმომწერი შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნათესავი, მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე.
2. მოწმე - პირი, რომელიც მოწმის სტატუსით ესწრება სანოტარო მოქმედების შესრულებას და ასევე ხელს აწერს სანოტარო აქტს.
საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სანოტარო მოქმედება ონლაინ რეჟიმში სრულდება.
ვის შეუძლია, ისარგებლოს ონლაინ სანოტარო მომსახურებით?
ონლაინ სანოტარო სერვისით სარგებლობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ან საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე პირს.
რა არის საჭირო მინდობილობა/რწმუნებულების ონლაინში დასამოწმებლად?
მინდობილობა/რწმუნებულების ონლაინ რეჟიმში დასამოწმებლად გჭირდებათ: კომპიუტერი, ინტერნეტი, ვებკამერა, ყურსასმენი.
სანოტარო აქტის ონლაიში დამოწმებას ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი ნოტარიუსი კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით.
როგორ მოვიძიოთ ნოტარიუსის საკონტაქტო ინფორმაცია?
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე notary.ge, ბმულებში: „სანოტარო ბიუროები“ და „ნოტარიუსების რუკა“ მითითებულია ყველა ნოტარიუსის საკონტაქტო ინფორმაცია.
ვინ უნდა ესწრებოდეს ონლაინში სანოტარო აქტის დამოწმების პროცესს?
ონლაინ რეჟიმში მინდობილობა/რწმუნებულების დამოწმების პროცესს უნდა ესწრებოდეს ორი პირი:
1. ხელმომწერი - პირი, რომელიც მარწმუნებლის (მინდობილობის გამცემის) ნაცვლად, მისი თხოვნით ხელს აწერს სანოტარო აქტს. ეს პირი უნდა ესწრებოდეს სანოტარო მოქმედების შესრულებას.
ხელმომწერი შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნათესავი, მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე.
2.მოწმე- პირი, რომელიც მოწმის სტატუსით ესწრება სანოტარო მოქმედების შესრულებას და ასევე ხელს აწერს სანოტარო აქტს. მოწმე უნდა იყოს სრულწლოვანი და ქმედუნარიანი, წერა-კითხვის მცოდნე პირი. მას არ უნდა ჰქონდეს შეზღუდული სამოქალაქო ქმედუნარიანობა და სანოტარო მოქმედებით არ უნდა იღებდეს სარგებელს პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით.
მოწმე არ შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილე რომელიმე მხარის და/ან ნოტარიუსის ნათესავი აღმავალი და დამავალი ხაზით მესამე რიგის ჩათვლით, ასევე სანოტარო მოქმედების მონაწილე იურიდიული პირის დაქირავებული პირი
საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სანოტარო მოქმედება ონლაინ რეჟიმში სრულდება.
ვის შეუძლია, ისარგებლოს ონლაინ სანოტარო მომსახურებით?
ონლაინ სანოტარო სერვისით სარგებლობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ან საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე პირს.
როგორ დავამოწმოთ ხელშეკრულება ონლაინ რეჟიმში?
ხელშეკრულების ონლაინში დამოწმება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ორი ან მეტი ნოტარიუსის მონაწილეობით.
ონლაინში ხელშეკრულების გასაფორმებლად ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა უნდა მიმართონ ნოტარიუსებს მათთვის ხელსაყრელ სანოტარო ბიუროებში.
ნოტარიუსები ხელშეკრულების მონაწილე მხარეების თანდასწრებით დაუკავშირდებიან ერთმანეთს ონლაინ რეჟიმში. დგება ორი ან რამდენიმე სანოტარო აქტი (რამდენი ნოტარიუსიც მონაწილეობს დამოწმების პროცესში)და თითოეულზე ხელს აწერს ის პირი, რომელიც ნოტარიუსთან იმყოფება.რა არის სანოტარო მედიაცია?
სანოტარო მედიაცია დავის მოგვარების ალტერნატიული, გამარტივებული ფორმაა. დავა წყდება სასამართლო განხილვის გარეშე, მხოლოდ ნოტარიუსის დახმარებით.
ნოტარიუსს მიენიჭა მედიატორის ფუნქცია სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე.
მოდავე მხარეები მედიატორი ნოტარიუსის თანდასწრებით იწყებენ მოლაპარაკებას და მისი დახმარებით, შეთანხმებას აღწევენ.
მედიაციის პროცესი შესაძლებელია, ჩატარდეს, როგორც სანოტარო ბიუროში, ისე მის გარეთ.
სანოტარო მედიაციის უპირატესობა
დავის მოგვარება სწრაფად და იაფად - მოდავე მხარეებს აღარ უწევთ სასამართლოში წასვლა, მიდიან ნებისმიერ მედიატორ-ნოტარიუსთან, იხდიან ნაკლებს (სანოტარო მოქმედების საზღაური განისაზღვრება მხარეებსა და ნოტარიუსს შორის მოლაპარაკების შედეგად);„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო სრულყოფის შესახებ“ კანონის ფარგლებში სანოტარო მედიაციამ მეტი აქტუალობა შეიძინა, ვინაიდან დადგინდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში არსებულ დავებში მედიატორის სავალდებულო ჩართულობა.
ხსენებული პროცედურა მხოლოდ პროექტის ფარგლებში მიმდინარე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ დავებს ეხება. პროექტის ფარგლებში მედიაციისას, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სანოტარო საზღაურისაგან.
სანოტარო მედიაციას სერტიფიცირებული ნოტარიუსები ახორციელებენ.